2 კვირით, ჟანი კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

28 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით, კრწანისის რაიონში, ჟანი კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერი“ წყალარინებისა და სასმელი წყლის მილების შეცვლას ასრულებს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შემდეგ კი, კრწანისის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას დაიწყებს.

„სამუშაოების ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება. ჟანი კალანდაძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობისთვის აუცილებელია საავტომობილო გზაზე ორმხრივი მოძრაობის შეზღუდვა“ – აცხადებენ მერიაში.   

მსგავსი თემები