„ინდური შტამის“ ალბათობა დიდია, რადგან  ინდოეთთან მიმოსვლა ფართოა“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის  განცხადებით, საქართველოში „ინდური შტამი“ ამ ეტაპისთვის დაფიქსირებული არ არის, თუმცა, მისი შემოსვლის რისკი საკმაოდ დიდია.

როგორც მთავარი ინფექციონისტი აღნიშნავს, საეჭვო შემთხვევები, რომელიც ქვეყანაში ინდურ შტამთან დაკავშირებით არსებობდა, დადასტურებული არ არის.  

“დღევანდელი მონაცემებით, „ინდური შტამი“ 50 ქვეყანაში დაფიქსირდა.  საბედნიეროდ, ჯერ საქართველოში არ არის დაფიქსირებული. გიდასტურებთ, რომ რამდენიმე საეჭვო შემთხვევა გვქონდა, თუმცა ჯერჯერობით არ დადასტურდა. ჩვენთან დადასტურებულია მხოლოდ სტანდარტული ჩინურ-ევროპული და ბრიტანული შტამი. რაც შეეხება სამხრეთ აფრიკულ შტამს, ჩვენთან არ არის და ალბათობაც მცირეა. ინდური შტამის გაცილებით უფრო მეტია, რადგან ჩვენი კონტაქტები და მიმოსვლა ინდოეთთან გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე სამხრეთ აფრიკასთან. მესამე პირების საშუალებით თუ მოხვდება სამხრეთ აფრიკული შტამი საქართველოში, თორემ ისე წესით არ უნდა მოხვდეს“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან.

მსგავსი თემები