„გამომიწერეს ვერცხლისწყლისა და დარიშხნის კოქტეილი“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც მოწამვლაში რუსულ მხარეს დებს ბრალს.

„მე რუსმა “ენდოკრინოლოგებმა” ერთხელ უკვე გამომიწერეს ვერცხლისწყლის და დარიშხანის კოქტეილი“ – წერს სააკაშვილი.

რუს ენდოკრინოლოგში კი სააკაშვილი კლინიკა „ვივამედის“  კლინიკური დირექტორს – ზურაბ ჩხაიძეს მოიაზრებს.

„გუშინდელი განცხადება რუსი ენდოკრინოლოგის განცხადება იყო, ზურაბ ჩხაიძე გახლავთ რუსი ენდოკრინოლოგი“  – ეს განცხადება კი სააკაშვილის ადვოკატს – შალვა ხაჭაპურიძეს ეკუთვნის.

მსგავსი თემები