საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა

  •  

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 540-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“ 1 104 პირს დაუდასტურდა, 1 603 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 19 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 160 შემთხვევა გამოვლინდა, 1 302 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები