ყოველი 100 ინფიცირებული ერთ გარდაცვლილს უდრის

  •  

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი 100 ინფიცირებული ერთ გარდაცვლილს უდრის“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების სტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ტიკარაძე განმარტავს, მნიშვნელოვანია შემცირდეს ინფექციის გავრცელება, რათა მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა შეძლონ.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი 100 ინფიცირებული ერთ გარდაცვლილს უდრის. სწორედ ამიტომ, მე აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანია პრევენცია, ვინაიდან კოვიდინფექციის ლეტალობის მაჩვენებლი მსოფლიოს მასშტაბით 1-2%-ს წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, ეს საგანგაშო მაჩვენებელია. მიზანია, რომ მოხდეს ინფექციის ნაკლები გავრცელება იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და გადავარჩინოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე”,- აცხადებს ტიკარაძე.

მსგავსი თემები