ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორში 6000 საწოლია მობილიზებული

ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებული გვაქვს 6000 საწოლი“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არის რესრურსი, რომ საჭიროების შემთხვევაში საწოლფონდის რაოდენობა გაიზარდოს.

“ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებული გვაქვს 6000 საწოლი, ასევე მობილიზებულია 10-ზე მეტი კლინიკური სასტუმრო, სადაც პაციენტები გადიან მკურნალობას. ამ ეტაპისთვის კლინიკაში იმყოფება 4000 პაციენტი. ვთვლით, რომ ეს დღევანდელი მაჩვენებლებისთვის საკმარისი რაოდენობაა. ასევე, არსებობს გარკვეული გეგმა, მონაცემების მატებასთან ერთად, გვაქვს რესურსი, რომ უმოკლეს ვადაში დავამატოთ საწოლფონდის მომდევნო ნაკადი”, – აცხადებს ტიკარაძე.

მსგავსი თემები