„ლელო“ 20 ივნისის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისია შეიქმნას. მისი განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას და ვინ გასცა ბრძანება.

“გამოვდივართ ინიციატივით, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია. ინფორმაცია არის დახურული, ქართული ოცნება ითხოვს ყველას შეწყალებას, მაგრამ სანამ შეწყალებაზე იქნება საუბარი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან ეს პირები, ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას, ვინ იჯალათა, ვინ გასცა ბრძანება, ამას სჭირდება დადგენა და შესაბამისად სჭირდება საპარლამენტო კომისიის შექმნა”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე

მსგავსი თემები