ოკუპანტების მიერ დატყვევებული გახელაძის ოჯახი პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები ორბელიანის სასახლეში მიიღო. შეხვედრის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს დაატყვევეს და ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება. მას ოკუპანტებმა 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს.

გუშინ, ოჯახის წევრებმა განცხადება გაავრცელეს, რომ რადგანაც ხელისუფლების მხრიდან შედეგს ვერ ხედავენ, ქუჩაში გავიდოდნენ და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავდნენ. ოჯახი ითხოვს, ხელისუფლებამ გახელაძის გასათავისუფლებლად უფრო აქტიურად იმუშაოს.  

მსგავსი თემები