რადგანაც სასაფლაოები იკეტება, მას სასულიერო პირები აკურთხებენ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებ. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რადგანაც აღდგომის დღესასწაულზე ისევ შეზღუდვები იმოქმედებს, სასულიერო პირები სასაფლაოებს აკურთხებენ.

„საზოგადოებისთვის ახლახან ცნობილი გახდა, რომ აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი შენარჩუნებული იქნება 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისს გამთენიამდე, 04:00 საათამდე.

ვინაიდან ტაძარში მისვლის მსურველები და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის საზეიმო წირვის მონაწილენი, სავარაუდოდ, მრავლად იქნებიან, ეპიდემიასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია, რომ გავუწიოთ ანგარიში საკუთარ თავსაც და სხვასაც.

რისკის ჯგუფში შემავალ მრევლს შეუძლია დარჩეს სახლში და მათთან საზიარებლად მათი მოძღვარი მივა.

ვინაიდან, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სააღდგომო დღეებში სასაფლაოებზე გადაადგილებაზე მოქმედებს შეზღუდვები, მივმართავთ ყველა მღვდელმთავარს, 2021 წლის 3 მაისს, ორშაბათს, უზრუნველყონ სასულიერო პირთა მიერ სასაფლაოების კურთხევა, მცხეთა-თბილისის ეპარქიასა და რუსთავში ამას ადგილობრივი სასულიერო პირნი აღასრულებენ,” – აცხადებენ საპატრიარქოში.

მსგავსი თემები