კელი დეგნანი პოლიტიკურ პარტიებს დოკუმენტზე ხელმოწერისთის მადლობას უხდის

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კმაყოფილია, რომ 6 თვიანი დაუღალავი შრომა წარმატებით დასრულდა და ე.წ. ისტორიულ დოკუმენტზე ხელმოწერა შედგა.     

„სასიამოვნოა, რომ თქვენთან ერთად ვიმყოფები აქ. ამ 6 თვის განმავლობაში რთული მუშაობა გავწიეთ. აშშ-ის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ და მოგილოცოთ საქართველოს ეს წარმატება, რომ ქვეყანა იყოს აყვავებული. საქართველოს ჰქონდა ის პოლიტიკური გამბედაობა, რომ ამ პროცესში ჩაბმულიყო. მის მთავრობას და პარტიებს ვუხდი მადლობას იმისთვის, რომ ხელს აწერენ პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებულ შეთანხმებას, რომელიც კომპრომისზე იყო დამყარებული. ეს არის საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. აშშ-ის სახელით მე მინდა თქვენ მოგილოცოთ და მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის,“- განაცხადა დეგნანმა პრეზიდენტის რეზიდენციაში, სადაც დოკუმენტზე – „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა შედგა.

მსგავსი თემები