„ისტორიული შეთანხმება“ შედგა, მხარეებმა დოკუმენტს ხელი მოაწერეს

პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ე.წ. ისტორიული შეთანხმება შედგა. დოკუმენტი ხელმოწერილია, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური სუბიექტები საკანონმდებლო ორგანოში შედიან.  

საქართველოს პოლიტიკური პარტიების შეთანხმების დოკუმენტს –  „საქართველოს სამომავლო გზა,“ ხელი მოაწერეს: დავით ბაქრაძემ (როგორც პარლამენტის ინდივიდუალური წევრი); ალეკო ელისაშვილმა (პარტია „მოქალაქეები“);  ბადრი ჯაფარიძემ („ლელო); ზურაბ ჯაფარიძემ; მამუკა ხაზარაძემ („ლელო);  ხათუნა სამნიძემ („რესპუბლიკელები“); სალომე სამადაშვილმა (პარლამენტის ინდივიდუალური წევრი); ვახტანგ მეგრელიშვილმა („გირჩი“); შალვა პაპუაშვილმა („ქართული ოცნება“); არჩილ თალაკვაძემ (ქართული ოცნება“) და გიორგი ვაშაძემ.     

დოკუმენტს ხელი არ მოაწერა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“.

ხელმოწერის დოკუმენტს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი და მთავარი მედიატორი შარლ მიშელიც ადევნებდა თვალს. ის პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმდინარე ხელმოწერის პროცესს სოციალური ქსელით ჩაერთო.

ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა და მონაწილეობდნენ როგორც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ისე ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

მსგავსი თემები