თვითმკვლელობის დაგეგმვა და განხორციელება – პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე დახურა

  •  

პროკურატურამ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვეტა. აღნიშნული განცხადება თბილისის პროკურატურაში სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთეს და გამოძიების დეტალებზე ისაუბრეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

“საქართველოს პროკურატურამ დაასრულა თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება. მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ”, – განაცხადეს  პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, თამარ ბაჩალიაშვილმა თავად დაგეგმა და განახორციელა კიდეც თვითმკვლელობა.

მსგავსი თემები