„შეთანხმება საქართველოში, საქართველოს გაუმარჯოს!“ – შარლ მიშელი

  •  

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ქართულ პოლიტიკურ ლიდერებს ე.წ. ისტორიული შეთანხმების გაფორმებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ეს არის კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა.  

„შეთანხმება საქართველოში, საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში შეთანხმებაზე ხელმოწერას, რომელიც არის არსებული კრიზისიდან გამოსავალი. თქვენ დააყენეთ ხალხის ინტერესი პირველ ადგილას და მიეცით დემოკრატიას განვითარების საშუალება. მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ყველა პოლიტიკურ პარტიას,“- აცხადებს შარლ მიშელი.

შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე წუთის უკან, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ე.წ. ისტორიული შეთანხმება შედგა. დოკუმენტი ხელმოწერილია, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური სუბიექტები საკანონმდებლო ორგანოში შედიან. დოკუმენტზე ხელმოწერა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ამ ეტაპზე, დოკუმენტს მხოლოდ 2 პოლიტიკური სუბიექტის – „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ხელმოწერა აკლია.  

მსგავსი თემები