ბათუმში მოზარდს დენმა დაარტყა

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე გვიან ღამით მცირეწლოვანს დენმა დაარტყა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი გარე განათების ბოძს შეეხო, რა დროსაც დენმა დაარტყა.

თვითმხილველების ცნობით, ძაბვა, სავარაუდოდ, დაბალი სიმძლავრის იყო და მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბავშვი თავს კარგად გრძნობს.

ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

მსგავსი თემები