მხარეები პრეზიდენტის რეზიდენციისკენ დაიძრნენ

„საქართველოს წინსვლის გზა“ – ასეთია დოკუმენტის დასახელება, რომელიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას ევროპელმა მედიატორებმა შესთავაზეს. ამ წუთებში, მხარეებმა, ევროკავშირის ოფისიდან პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გადაინაცვლეს. სავარაუდოდ, სწორედ პრეზიდენტის რეზიდენციაში მოხდება დოკუმენტზე ხელმოწერა.

ევროკავშირის ოფისში მხარეების შეხვედრა სულ რამდენიმე წუთია დასრულდა. საბოლოო სურათი, ვინ აწერს დოკუმენტს ხელს, რამდენიმე წუთში გახდება ნათელი.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადებების პაკეტი შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს და მოიაზრება როგორც ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, ისე ვადამდელი არჩევნები. ეს უკანასკნელი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ, ადგილობრივ არჩევნებზე მმართველი გუნდი 45%-ზე მეტ მხარდაჭერას ვერ მიიღებს.

მსგავსი თემები