უცნობია ექნებათ თუ არა შესაძლებლობა დათა ვანიშვილის ნათესავებს დაესწრონ სამოქალაქო პანაშვიდს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ჯერჯერობით არ აქვს დაზუსტებული პასუხი იმასთან დაკავშირებით, ექნებათ თუ არა შესაძლებლობა დათა ვანიშვილის ნათესავებს დაესწრონ სამოქალაქო პანაშვიდს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია დამყარებულია არსებული არხების მეშვეობით, თუმცა საბოლოო კონფიგურაცია, ანუ დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

„კიდევ ერთხელ მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო დათა პაპას გარდაცვალების გამო ადამიანის, რომელიც არის არა მხოლოდ ოკუპაციის, არამედ ქართველი კაცის სულით უტეხობის სიმბოლო და დღეს მას მიიბარებს ქართული მიწა“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. მას დღეს მარტს დაკრძალავენ. დათა ვანიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, დათა ვანიშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფლის ძველ სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მსგავსი თემები