ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით დღეს ახალი გადაწყვეტილებები გახდება ცნობილი

ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის ექსპერტთა სხდომა მიმდინარეობს,  ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

ექსპერტთა სხდომას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ხელმძღვანელობს. მინისტრი უხელმძღვანელებს ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრასაც.

“ვიმსჯელებთ, როგორი იქნება ის სქემა, რომლითაც ჩვენ შეუფერხებლად გავაგრძელებთ ვაქცინაციას პანდემიის დაძლევისთვის”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

შეხვედრების დასრულების შემდეგ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებების შესახებ გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები