ერთი ადამიანი გაიყინა, სამი კი ხევიდან ამოჰყავთ

გომის მთაზე 10 საათიანი სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. სამაშველო ჯგუფებმა ხევში ჩავარდნილი ახალგაზრდები იპოვეს, თუმცა, ერთი მათგანი გარდაიცვალა.

ახალგაზრდები გომის მთაზე სანადიროდ იყვნენ წასულები. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ისინი ხევში ჩავარდნენ და სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს. 10 საათიანი სამაშველო ღონისძიებების შემდეგ, მათი პოვნა მოხერხდა. ამ წუთებში, სამივე დაშავებული მაშველებს ამოჰყავთ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები.   

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, გომის მთაზე ჩარჩენილი ადამიანების  დასახმარებლად სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა ვერ ხერხდებოდა.

ორმეტრიანი სიმაღლის თოვლში სამაშველო ოპერაციაში არაერთი სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა.

მსგავსი თემები