ლურჯი “მარშრუტკებით” მოსწავლეები უფასოდ იმგზავრებენ

პირველი აპრილიდან მოსწავლეების ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობისას თანხას არ გადაიხდიან. მოსწავლეების გარდა, შეშავათებით ისარგებლებენ სტუდენტები და მასწავლებლები. 

ასევე,  პირველი აპრილიდან, ლურჯ მიკროავტობუსებში, მგზავრობა 0.80 ლარის ნაცვლად 0.50 ლარი ეღირება. კიდევ ერთი სიახლე ისა არის, რომ ნებისმიერ მგზავრს შეეძლება, თანხის ერთჯერ გადახდის შემთხვევაში, 1:30 საათის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იმგზავროს. 

მსგავსი თემები