„ოპოზიცია ვერ ასცდება ჩაერთოს საპარლამენტო პროცესში“ – არჩილ თალაკვაძე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, არჩილ თალაკვაძემ მედიასთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვას ვერ ასცდება.

„თავად ოპოზიციის მიერ წამოყენებული საკითხები და ამ საკითხების ნაწილი თავისთავად მოითხოვს და გულისხმობს ოპოზიციის ჩართვას საპარლამენტო პროცესში.  თუ შეთანხმება მოხდება და დიდი იმედი მაქვს, რომ შედგება შეთანხმება, ამ შემთხვევაში  ოპოზიცია, ჩემის აზრით, ვერ ასცდება იმას, რომ ჩაერთოს საპარლამენტო პროცესში. რეალურად, შეთანხმებაც ხომ იმისთვის ხდება, რომ ოპოზიცია არა ქუჩაში, არამედ პარლამენტში იყოს“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. .

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, მეტ დეტალებზე დღეს ვერ ისაუბრებს, რადგან ასეთია შეთანხმება.   

„დეტალებზე დღეს ჩვენ არ ვისაუბრებთ, განა იმიტომ, რომ არ გვაქვს ამაზე პასუხები და არ შეგვიძლია საუბარი, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით ამ დიალოგის პროცესს და არ გვსურს, რომ წინასწარი განცხადებებით რაიმე დავაზიანოთ“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან.

მსგავსი თემები