“იმუნიზაციის გეგმა, ალბათ, ერთ-ორ დღეში გამოქვეყნდება, ცნობისმოყვარეებმა რომ ნახონ” – პაატა იმნაძე

იმუნიზაციის გეგმა გამოქვეყნდება, შეიძლება, ერთ-ორ დღეში გამოვაქვეყნოთ ეს გეგმა, ცნობისმოყვარეებმა რომ ნახონ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პირველი ჯგუფი, ვინც აიცრება იქნება სამედიცინო პერსონალი, მეორე – მოხუცებულთა თავშესაფრები და მათი პერსონალი, მესამე -75 წელს გადაცილებული ადამიანები, მეოთხე – 65 წელს გადაცილებული ადამიანები და ა.შ.

მან ასევე განაცხადა, რომ ვისთვისაც კოვიდისასიცოცხლო რისკის დაავადება არ არის, ვაქცინა ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი.

მსგავსი თემები