საპროკურორო საბჭო ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევს

საპროკურორო საბჭო ახალ თავმჯდომარეს 15 იანვარს აირჩევს. როგორც საპროკურორო საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ ნანა ხუნჯუამ 12 იანვარს გამართულ სხდომაზე განაცხადა, მას უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება, შესაბამისად, საპროკურორო საბჭომ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს.

საპროკურორო საბჭოს მომდევნო სხდომა დღეს, 15 იანვარს 13:00 საათზე ჩაინიშნა, სადაც ახალ თავმჯდომარეს საბჭოს წევრები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.

მსგავსი თემები