რატომ ტოვებდა მთავარი ინფექციონისტი სამსახურს – თენგიზ ცერცვაძე მინისტრთან დაპირისპირებაზე

თენგიზ ცერცვაძე იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ ტოვებდა ის დაკავებულ პოზიციას და რატომ არ სურდა სისტემაში დარჩენა. როგორც მთავარი ინფექციონისტი აცხადებს, აღნიშნულის მიზეზი ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იყო.  

“ვიცი კრიტიკული შენიშვნები, დაპირისპირებები, მაგრამ ისიც ვიცი, რა შეუძლია ჯანდაცვის მინისტრს და ჯანდაცვის სამინისტროს და რას ვაკეთებდით წინათ, სხვა ჯანდაცვის მინისტრების პირობებში. მიმაჩნია, რომ მეტის გაკეთება ძნელია. კმაყოფილი, მე თუ მკითხავთ პირადად, არ ვარ, ჩვენი პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო, ახლა ნორმალურია. მე ვტოვებდი სამსახურს და მივდიოდი. მიზეზი სხვადასხვა ფაქტორები იყო, ძირითად ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ 10 წელია შენობა არ გვაქვს და არაადამიანურ პირობებში გვიწევს მუშაობა. „კოვიდის“ ფლაგმანი ვიყავით, მოვალეობა და პასუხისმგებლობა გვქონდა ფლაგმანის და პირობები გვქონდა ყველაზე უარესი. შენობის პრობლემა 10 წელი ვერ გადაჭრა ვერავინ, ახლა პრემიერმა გადაჭრა, მთავრობა ჩაერია და მთვრობამ გადაჭრა. შემდეგ დავრწმუნდი, რომ არ შეიძლებოდა მიტოვება ამ პროცესის“ – აცხადებს ცერცვაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის უკან გავრცელდა ინფორმაცია თენგიზ ცერცვაძის დაკავებული პოზიციიდან წასვლის შესახებ. მოგვიანებით კი, თენგიზ ცერცვაძემ პოზიცია დათმო და განაცხადა, რომ ის რჩება.

მსგავსი თემები