„ჩემი შვილი უდანაშაულოა, ხვალ ან ზეგ მოვა“, – ტერორიზმში ეჭვმიტანილის მამა

  •  

შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ტერორიზმში ეჭვმიტანილის მამა აცხადებს, რომ დანაშაულთან მის შვილს არაფერი აკავშირებს და მას სამეგრელოში ელოდება.

ეჭვმიტანილ ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ მისი შვილის გარეგნობა გავრცელებულ ვიდეოკადრებს არ ემთხვევა.

„ჩემი შვილი სახლიდან 21 ოქტომბერს წავიდა. მანამდე აქ იყო.  ხვალ ველოდები, თბილისშია. ჩემი შვილი უდანაშაულოა. ხვალ ან ზეგ მოვა. ჩემი შვილი უდანაშაულოა, სხვანაირად როგორ გითხრათ. არც მისი ხმაა და არც მისი გარეგნობა. სად იყო და სად არა არ ვიცი. ვიცი ის, რომ თბილისში უნდა წასულიყო. “, – განაცხადა ტარიელ ესებუამ.

პოლიციამ ეჭვმიტანილის ოჯახს წევრები დაკითხვაზე წუხელ გადაიყვანეს. დაკითხვაზე იყვნენ მისი ახლო ნათესავებიც, ვის სახლებშიც ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.   

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება მას ედავება ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას.

მსგავსი თემები