“სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას ხელმოცარული ოპოზიცია ცდილობს” – რატი იონათამიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას ხელმოცარული ოპოზიცია ცდილობს.

ჟურნალისტებთან საუბარში რატი იონათამიშვილი ზუგდიდში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველები ამ ოპერაციის მეორე ეტაპს ახორციელებენ, რომელიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც პირველი იყო.

„ჩვენს ხელმოცარულ ოპოზიციას სწყინს, რომ ჩვენი სამართალდამცავები არიან მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული და მათ სურთ, ზიანი მიაყენონ ამ მიმართულებას. ცხადია, მათ ეს არ გამოუვათ, რადგან ამას არ დავუშვებთ. ეს ხელმოცარული ოპოზიცია მართლაც ჩამოიქცა, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ დამაზიანებელია ის, რომ 43 ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დადგა. კი ბატონო, ასე ჩათვალონ. ეს მათ რეალურ სახეს კიდევ უფრო მეტად გამოაჩენს, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება იმ დაბალ რეიტინგებში, რაც აქვთ და რაც ოფიციალურად 31 ოქტომბერს გაფორმდება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მსგავსი თემები