საქართველოში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 378 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 378 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 747 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 503, „პისიარ“- ტესტით – 10 244.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,55%, ბოლო 14 დღის – 1,53%, ბოლო 7 დღის – 1,33%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 276 436 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 269 384  გამოჯანმრთელდა, 3 674 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 213, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 412 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 154 პირი.

ამასთან, 17 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 313 პაციენტი.

მსგავსი თემები