ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით რვა პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა

  •  

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, აჭარაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გარდაიცვალა რვა კოვიდინფიცირებული, მათ შორის ორი ქალია, ექვსი კი, მამაკაცი.

გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ორი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, თითო შემთხვევა კი, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, საერთაშორისო ჰოსპიტალსა და კლინიკა „მედცენტრში“. გარდაცვლილთა ასაკი 65-დან 82 წლამდეა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილებს „კოვიდ-19“-ის დიაგნოზის პარალელურად ჰქონდათ მძიმე თანმხლები დაავადებები.

მსგავსი თემები