უკრაინის პრეზიდენტი სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ადასტურებს, რომ მას ინტენსიური მოლაპარაკებები აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან და ეს ეხება უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. პრეზიდენტი იმასაც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისგან გზავნილებს ხშირად იღებს.

„გულწრფელად გეტყვით, მისგან ვიღებ წერილებს, ის კი ჩემგან – ინფორმაციას. არაერთგზის ველაპარაკე საქართველოს ხელისუფლებას ბატონი სააკაშვილის თემაზე. მომმართეს, რომ მეუღლესა და დედას შესძლებოდათ მისი მონახულება. დავურეკე, ვთხოვე. მათ ჩვენთვის უარი არ უთქვამთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რომელზეც საუბრისგან, ამ ეტაპზე, თავს იკავებს. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მართავს, არის მკურნალობის პროცესში უკრაინელი ექიმების ჩართვა, თუმცა, შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.

როგორც ზელენსკი განმარტავს, მოლაპარაკების პროცესში ჩართულია ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც.

მსგავსი თემები