იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

იტალიაში, გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, ამ ეტაპისთვის 31 ადამიანამდე გაიზარდა, თუმცა, იტალიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  ინფორმაციით, მსხვერპლთა იდენტიფიკაცია არ დასრულებულა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

გენუაში საავტომობილო ხიდი გუშინ ჩამოინგრა. ხიდიდან დაახლოებით 30 მანქანა ჩავარდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, ხიდის ჩამონგრევა მეხის დაცემამ გამოიწვია. ხიდის ტექნიკურ გაუმართაობას გამორიცხავენ, რადგანაც მას  რეკონსტრუქცია 2 წლის უკან ჩაუტარდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევასთან დაკავშირებით იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. უწყების განმარტებით, უბედური შემთხვევის მსხვერპლთა იდენტიფიკაცია არ დასრულებულა და ცნობას დაღუპულთა ან დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ჯერჯერობით არ ფლობენ.

ქალაქ გენუას ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღევანდელი და ხვალინდელი დღეები გლოვის დღედ გამოაცხადა.

მსგავსი თემები