გორში მოწამლული ბავშვებიდან, 16 კლინიკაში რჩება

  •  

დღეს უნდა გახდეს ცნობილი რა გახდა გორში ბავშვების მასობრივი მოწამვლის მიზეზი. გაფართოებული მიკრობიოლოგიური კვლევების პასუხები რამდენიმე საათში მზად უნდა იყოს.

ინტოქსიკაციის სიმპტომებით 50-მდე ბავშვი გორის კომბინატის დასახლებიდან კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.

უმეტესობა მალევე გაწერეს, 16 ბავშვი კი ამ დრომდე მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩება.

მოსახლეობა მოწამვლის მიზეზად სასმელ წყალს ასახელებს, რასაც კატეგორიულად გამორიცხავენ გაერთიანებულ წყალმომარგების კომპანიაში.

მათი მტკიცებით, დაცულია სათავო ნაგებობაც და წყალსაც კვლევები ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება.

მსგავსი თემები