“მთავრობა შეზღუდვებს აწესებს იქ, სადაც ვირუსი უფრო მეტადაა გავრცელებული” – ნათია მეზვრიშვილი

  •  

“15 სექტემბრიდან კარანტინის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული რეგულაცია შედის ძალაში” – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავრობა შეზღუდვებს აწესებს იქ, სადაც ვირუსი უფრო მეტად არის გავრცელებული.

„15 სექტემბრიდან კარანტინის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული რეგულაცია შედის ძალაში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ მთავრობის დამოკიდებულება შეზღუვებთან დაკავშირებით, რომ თუ ჩვენ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამოვაცხადეთ სრული კარანტინი, დღეს როდესაც შემოგვაქვს ესა თუ ის შეზღუდვა, ამას ვახორციელებთ წერტილოვნად და ლოკალურად. ჩვენ ვაწესებთ შეზღუდვას იქ, სადაც ვირუსის გავრცელება უფრო მეტად ხდება”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მსგავსი თემები