ამირან გამყრელიძის განცხადებით, გლობალურად, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რთულია  

  •  

„გლობალურად, ეპიდსიტუაცია რთულია“ – ეს განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა  ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისივე თქმით, ცხელი წერტილი ისევ აჭარაა.  

„ეპიდსიტუაციამ  მსიფლიოში 29 მილიონს გადააჭარბა. სამწუხაროდ, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობა მზარდია. 928 000 შემთხვევა, თუმცა ზოგადად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩამოსულია 3,2%-ზე. ჩვენს რეგიონში მდგომარეობა კვლავ რთულია. ყველგან ინფიცირებულთა ზრდა არის. სერიოზული ზრდა გვაქვს ასევე ისრაელში, სადაც აქტიური თანამშრომლობა და მიმოსვლა გვქონდა. ჩვენთან, დილის მონაცემებით გვაქვს 2392 დადასტურებული შემთხვევა, ახალი დღეს 165 შემთხვევა. რეგიონების მიხედვით, ცხელი წერტილია აჭარა – 109 შემთხვევით” – განაცხადა გამყრელიძემ.     

მსგავსი თემები