ბოლო 24 საათში კორონავირუსით 9 400 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 32 470 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 18 770 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  28.95%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 548 893.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.5% ხოლო 7 დღის მანძილზე – 29.7%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 770 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 388 534.

მსგავსი თემები