საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 50 595-ია, საიდანაც: 4 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 838, აჭარაში – 603, იმერეთში – 811.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 005 პირი, მათ შორის, თბილისში – 438, აჭარაში – 134, იმერეთში – 257. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი, მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 50, იმერეთში – 24.
2 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 279 – თბილისში, 557- აჭარაში.
44 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 53 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 51, ხოლო აჭარაში – 2. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 14 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.