„ეგრეთწოდებული, ზეორგანიზატორები საქმეს არ ჰყავს“ – მირიან ნიკოლაძე

  •  

„დღევანდელი მოცემულობით, ორგანიზატორი პირებიც რომლებმაც მასობრივ ძალადობას გაუკეთეს ორგანიზება ასევე არიან პასუხისგებაში მიცემულები“ – ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დამატებითი, ეგრეთწოდებული, ზეორგანიზატორები  საქმეს არ ჰყავს, რომლებსაც უფრო მეტი გავლენის მოხდება შეეძლოთ.  

„დღევანდელი მოცემულობით, ორგანიზატორი პირებიც რომლებმაც მასობრივ ძალადობას გაუკეთეს ორგანიზება ასევე არიან პასუხისგებაში მიცემულები. მათ წარდგენილი აქვთ 6-დან 9 წლამდე ბრალდება. ეს არის ზუსტი და სწორი კუალიფიკაცია და შესაბამისად ჯერ-ჯერობით დამატებითი, ზეორგანიზატორები პირობითად რომ დავარქვათ, რომლებიც არ ფიგურირებენ მაგრამ უფრო მეტი გავლენის მატარებლები ყოფილიყვნენ ასეთი ფიგურანტები ჯერ საქმეს არ ჰყავს“, – განაცხადა  მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით,   გიორგი შაქარაშვილს ხევში 5 პირი ჩაჰყვა. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის – მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები