„პისიარ“ ტესტების ჩატარება დღეიდან მესტიის საავადმყოფოშიც არის შესაძლებელი

  •  

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მესტიის მუნიციპალიტეტში სწრაფი „პისიარ“ ტესტის აპარატი „ჯინ ექსპერტის“ (Genexpert) ჩაიტანა.

აპარატი მესტიის ცენტრალურ საავადმყოფოში განთავსდა. შესაბამისად, დღეიდან სვანეთში აღებული „პისიარ“ ტესტების ლაბორატორიული კვლევა ადგილზეც, სწორედ ამ აპარატით იქნება შესაძლებელი.

მესტიის ცენტრალურ კლინიკაში იმყოფებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი სოზარ სუბარი.

ისინი აპარატის დამონტაჟების პროცესს დაესწრნენ და საავადმყოფოში არსებულ ვითარებას გაეცნენ.

მსგავსი თემები