უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მესტიაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს

  •  

მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწესებული შეზღუდვები და სწრაფი რეაგირების კუთხით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სხდომაზე აღინიშნა, რომ პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები საკმაოდ ეფექტიანად გადაიდგა და ვირუსის აფეთქების საფრთხე შეჩერებულია, თუმცა შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში ამ დრომდე აღებული 1000 ტესტის პასუხი, რომელიც დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიან მუშაობას გადაადგილების შეზღუდვისა და მუნიციპალიტეტში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესში.  მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას კარგად ესმის, რომ შეზღუდვები დისკომფორტს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სტუმრად ჩასულ ტურისტებს, თუმცა ისიც ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა ყველაზე მაღალი ფასეულობაა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ სვანეთიდან საკარანტინო ზონებში 919 მოქალაქე გადაიყვანეს, ხოლო დღევანდელი მდგომარეობით ჯამში საკარანტინო სივრცეებში 7 718 ადამიანი იმყოფება. მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს დაავალა,  მაქსიმალურად უზრუნველყონ საკარანტინო სივრცეების მართვის ეფექტურობა. საბჭო სვანეთში დარჩენილ მოქალაქეებს მიმართავს, თავიანთ საჭიროებებზე დაუკავშირდნენ მთავრობის ერთიან ცხელ ხაზს, ნომერზე – 144, რაზეც შესაბამისი უწყებები მყისიერ რეაგირებას მოახდენენ.

სვანეთის მოსახლეობის სურსათით მომარაგების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის ინფორმაციით, ქუთაისიდან სვანეთისკენ დღეს დამატებით სხვადასხვა სასურსათო და საყოფაცხოვრებო პროდუქტით დატვირთული რამდენიმე მსხვილი მომწოდებლის მანქანა დაიძრა. ყველა შესაბამისი უწყება მაქსიმალურად მობილიზებულია და საკვებით და სხვა პირველადი მოხმარების ნივთებით რეგიონის მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება.

სხდომაზე ასევე ისაუბრეს მაღალი რისკის შემცველი პროფესიული წრეების მიზნობრივი ტესტირებების პროცესზე. აღინიშნა, რომ ეს პროცესი წარმატებით გრძელდება. და სწორედ მის ფარგლებში გამოვლინდა, ლარსის გამშვებ პუნქტზე მომუშავე შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის ინფიცირების ფაქტი. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ყაზბეგში გამოვლენილი ინფიცირების რამდენიმე ერთეული შემთხვევა მუნიციპალიტეტში შეზღუდვების დაწესების საჭიროებას არ ქმნის, ვინაიდან ადგილზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო როგორც მოქალაქეებს, ისე ბიზნესსუბიექტებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ზედმიწევნით შეასრულონ  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, მათ შორის ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა საფრთხის წინაშე არ დადგეს ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ასევე ვირუსთან ბრძოლის პროცესში ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატება.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა საოპერაციო შტაბს დაავალა, მაქსიმალური ყურადღებით და სიფრთხილით მოეკიდოს ვირუსის გავრცელების კუთხით რისკის შემცველ ყველა მიმართულებას, მათ შორის ქვეყანაში შემოსულ უცხოელ ვიზიტორებს. დღევანდელი მონაცემებით, იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც საქართველომ ნაცვალგების პრინციპით ორმხრივად გახსნა საზღვარი, საქართველოში 751 ტურისტი იმყოფება, ბოლო პერიოდში ქვეყანაში შემოსული საქმიანი ვიზიტორების რაოდენობამ კი 4 ათასს გადააჭარბა. გიორგი გახარიას განცხადებით, საქმიანი მიზნებით განხორციელებული ვიზიტები მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა ნელ-ნელა გაძლიერდეს, თუმცა ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაც ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა.

საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს  ჯანდაცვის სისტემასა და კლინიკებში არსებული მდგომარეობა, ასევე 112-ზე მოქალაქეების მხრიდან შესული ზარების დინამიკა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1278 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1058 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 17 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 7718 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 245 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მსგავსი თემები

6 Thoughts to “უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მესტიაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს”

  1. Like!! I blog frequently and I really thank you for your content. The article has truly peaked my interest.

  2. I like the valuable information you provide in your articles.

  3. I like this website very much, Its a very nice office to read and incur information.

  4. SMS

    bookmarked!!, I like your blog!

  5. Wow that was strange. I just wrote an very long comment but
    after I clicked submit my comment didn’t appear. Grrrr…
    well I’m not writing all that over again. Anyway, just wanted to say great blog!