„კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი“ – კახა კალაძე ენზელ მკოიანის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე  

  •  

„ყველა ვინც დანაშაულს ჩადის, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი“ – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. აღნიშნულით კალაძე ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანთან დაკავშირებულ შანტაჟს გამოეხმაურა.

“თუ რაიმე მსგავსი არსებობს, ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები, უნდა მიემართოს აუცილებლად და მე დარწმუნებული ვარ, ყველა ვინც შანტაჟითაა დაკავებული ან უშუალოდ კრიმინალურ დანაშაულს ჩადის, კანონის წინაშე აგებს ძალიან მკაცრად პასუხს”,- აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ადვოკატის ტარიელ მურმანიშვილმა დღეს „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ დეპუტატს ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან და 5 მილიონ დოლარს სთხოვენ.

მსგავსი თემები

4 Thoughts to “„კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი“ – კახა კალაძე ენზელ მკოიანის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე  ”

  1. Like!! Great article post.Really thank you! Really Cool.

  2. These are actually great ideas in concerning blogging.

  3. These are actually great ideas in concerning blogging.

  4. I like this website very much, Its a very nice office to read and incur information.