“ქართული ოცნების” ლიდერები “რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში” იმყოფებოდნენ

  •  

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისის მერთან კახა კალაძესთან, თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან  და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად “რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში” იმყოფებოდა.

ადგილზე ისაუბრეს პროდუქციის წარმოების შესახებ და განხორციელებულ ინვესტიციებზე, რომელიც 500 000 ლარამდეა. საწარმომ ევროპაში ექსპორტზე დაახლოებით 11 000 ბოთლი სხვადასხვა ჯიშის და დასახელების ბიოღვინო გაიტანა.

მეურნეობაში ათობით ადამიანია დასაქმებული.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მეურნეობა არის ნათელი მაგალითი, რომ აუცილებელია იმ უდიდესი პოტენციალის გამოყენება, რომელიც ამ რეგიონს ბუნებრივად აქვს. ხელისუფლებისთვის ფერმერების მაქსიმალური მხარდაჭერა პრიორიტეტულია და ამ კუთხით სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის სახით უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. გარდა ამისა, გრძელდება მოსახლეობის მხარდაჭერა რთველის სეზონზე, რათა შექმნილი კრიზისული ვითარების მიუხედავად, ადგილობრივებს ყურძნის მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეთ.

2013-2019 წლებში ჯამურად რეგიონში 1 120 000-მდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, ფერმერების მიერ მიღებულმა შემოსავალმა კი ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბა.

მსგავსი თემები

5 Thoughts to ““ქართული ოცნების” ლიდერები “რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში” იმყოფებოდნენ”

  1. Like!! Really appreciate you sharing this blog post.Really thank you! Keep writing.

  2. Hi there, after reading this amazing paragraph i am as well delighted to share my knowledge here with friends.

  3. SMS

    Very good article! We are linking to this particularly great content on our site. Keep up the great writing.