“გამოძიებასთან მქონდა ის კითხვები, რატომ მცნო დაზარალებულად“ – იაკობ ბრეგვაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროში, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე იაკობ ბრეგვაძე იმყოფებოდა.

ბრეგვაძე შსს-ში ადვოკატთან ერთად მივიდა, უწყების დატოვების შემდეგ ფოტოგრაფმა განაცხადა, რომ გამოძიებას კითხვბით მიმართა.

გამოძიებასთან მქონდა ის კითხვები, რატომ მცნო დაზარალებულად. ყველა კითხვაზე გამცეს პასუხი და მითხრეს, რომ მორალური ზიანის გამო მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. ასევე გამოძიებამ ნახა ჩემი სოციალური ქსელების მიმოწერები”, – განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.

მსგავსი თემები