„ჯიბეში ფულის ჩაკუჭვის შემთხვევები არ გვაქვს, თუმცა, კორუფციის ნიშნები იკვეთება“’ – დავით მესხიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომელიც ტექდათვალიერების ევროპულ დირექტივებთან შესაბამისობას ეხებოდა.

როგორც მესხიშვილმა აღნიშნა, ტექინსპექტირების პროცესში დარღვევები საკმაოდ ბევრია და იკვეთება კორუფციის ნიშნებიც. „ერთ ცენტრში დახარვეზებული მანქანა ტექდათავლიერებას მეორეში ტექნიკური ხარვეზის გარეშე გადის. ეს ხდება ნახევარ საათიან შუალედში. თუ ავტომანქანა ერთ ცენტრში დახარვეზდა, შეუძლებელია, მას ამ დროში ხარვეზი გამოესწორებინა და მეორე ცენტრში ტექდათვალიერება უპრობლემოდ გაევლო“ – განაცხადა მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, ხომ არ გამოიკვეთა კორუფციის ნიშნები, მესხიშვილმა ასე უპასუხა: „ამ მიმართულებით კორუფციის ნიშნები იკვეთება. სწორედ მსგავსი ათასობით შემთხვევა იწვევს კორუფციული გარიგებების რისკებს. მართალია, ქრთამის მიცემის შემთხვევები და ფულის ჯიბეში ჩაკუჭვა არ გვაქვს, თუმცა, კორუფციის ეჭვები ნათელია“.


“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება

მსგავსი თემები