შესაძლოა, კარანტინის დატოვებამდე ყველა მოქალაქეს ჩაუტარდეს კორონავირუსზე ტესტირება

“ცხელების კლინიკაში ცხელებით ყველა ადამიანი, თუ ცხელების კლინიკაში არ ხვდება, მაგრამ ხვდება ნებისმიერ სხვა კლინიკაში, აუცილებლად გაივლის ლაბორატორიულ ტესტირებას“, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, უკვე არსებობს გეგმა, ვინ უნდა ჩაერთოს ტესტირებაში, როდესაც ტესტირების მაჩვენებელი დღეში 1500-მდე ავა.

„უფრო მეტად მივაქცევთ ყურადღებას კარანტინში მყოფებს. დღესაც ბევრი ადამიანი გადავიყვანეთ, სიმპტომები ვისაც გაუჩნდა, გავტესტეთ კარანტინში და გადავიყვანეთ „კოვიდის“ კლინიკებში. ვმსჯელობთ ახლა, შიდა მსჯელობა გვაქვს, შესაძლებელია კარანტინიდან გამოსვლის წინ, ვთქვათ, ადამიანებს ასევე ჩავუტაროთ პისიარტექნოლოგიით ტესტირება. რა თქმა უნდა, უკვე დიდი რაოდენობით სამედიცინო პერსონალი, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ადამიანები, განსაკუთრებით ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, დაგისახელეთ სხვადასხვა ​კლასტერი ხომ, იქ ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანია გამოკვლეული და ეს კიდევ და კიდევ უფრო ფართოვდება. ხაზს ვუსვამ, რომ გაფართოვდება იმიტომ, რომ ერთი მხრივ ტესტირების გაფართოება, მეორე მხრივ, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა არის გარანტი, რომ ჩვენთან ინფექცია იყოს კონტროლირებადი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები