“მიუღებელია წინაპირობა, რომ უკან წავიღოთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება”- კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინმა რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების იდეაზე უარი არ უთქვამს.

რუსი დიპლომატი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მიუღებელ წინაპირობას აყენებს.

„ამ ურთიერთობების აღდგენისთვის, თბილისი აყენებს მიუღებელ წინაპირობას, რომ ჩვენ უკან წავიღოთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ასეთია არსებული რეალობა. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი იყო და არის რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის თვალთახედვის არეში. ვფიქრობ, რომ თბილისის რეალური ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ, შესაძლოა, ვიზების საკითხი ორმხრივ დღის წესრიგში დააბრუნოს,” – განაცხადა გრიგორი კარასინმა

დიპლომატის განცხადებით, რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის და შეხვერებისთვის ქართულ მხარესთან თუმცა, ამისთვის საჭიროა საქართველოს მთავრობამ კონცენტრაცია, იმ პოლიტიკოსებზე მოახდინონ, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს უკან სწევენ.

“რუსეთი ყოველთვის მზადაა ყველა სახის მოლაპრაკებებისთვის, მათ შორის უმაღლეს დონზე შეხვედრებისთვის. სამწუხაროდ, ქართული მხარესგან ამისთვის სერიოზული მზადყოფნა არ შეინიშნება. ბოლო მოვლენებმა ეს ნათლად აჩვენა. ქართველი პოლიტიკოსების მისწრაფებები, რადიკალებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კონცენტრაცია მოახდინონ იმ პრობლემებზე, რომლებიც გვყოფენ, მაშინ ჩვენ რეალურად შევძლებდით წინ წაწევას და ნებისმიერი დონის შეხვედრისთვის მზადებას“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი თემები