„კოვიდ ვირუსზე“ ზაფხულის სეზონი ზეგავლენას ახდენს

ინფექციონისტების შეფასებით, „კოვიდ 19“ მზის სხვებს გარკვეულწილად ემორჩილება და სუსტდება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ვირუსი ზაფხულში ნაკლებად ინტენსიური იქნება.

„ჩვენი დაკვირვებით, ვირუსზე სეზონს გარკვეული ზემოქმედება აქვს. ზაფხულის სეზონზე, წესით, ვირუსის გავრცელება ნაკლები ინტენსივობის უნდა იყოს. ეს იმას  ნიშნავს, რომ ვირუსი ცირკულაციას მთლიანად შეწყვეტს, თუმცა, ის იმდენად აგრესიული ვერ იქნება. როგორც დღეს ცირკულირებს“ – განუცხადა  ხათუნა ზახაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები