რა პრობლემები იჩენს თავს ბავშვების კომპიუტერთან და ეკრანთან მიჯაჭვულობით – პედიატრი „მედიაცენტრ მთავარში“

„მოზრდილები ამ დროს, განსაკუთრებით ეჯაჭვებიან კომპიუტერს, რაც ძალიან ცუდია“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა.

თემურ მიქელაძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც ეკრანდამოკიდებულების შემთხვევაში ხშირად თავს იჩენს მოზარდებში და ბავშვებში.

„ეკრანდამოკიდებულების შემთხვევაში ბავშვები ხდებიან აღგზნებულები, თავს იჩენს უძილობა. ამ დროს შეიძლება მიიღოს ნებისმიერი საკვები პროდუქტი, მავნე საკვები, რასაც სთავაზობენ მშობლები, ამ დროს შეიძლება წამოვიდეს სიმსუქნე, ადვილად დაღლილობა, გრძნობის პრობლემები და სხვადასხვა ნეირო ფსიქიატრიული აშლილობა, მაგრამ, როგორც წესი ეს 3 – 4 თვეში არ უდნა დაფიქსირდეს, ამიტომ ჩვენი ერთადერთი რეკომენდაცია იქნება უფრო ხშირი ყურადღება მივაქციოთ ბავშვებს, მესმის, რომ ზოგი მშობელი ონლაინ მუშობს, მაგრამ დავუთმოთ ერთმანეთს მეტი დრო, თუმცა ვფიქრობ, რომ პანდემიის შემდეგ ისე მობეზრდებათ ბავშვებს ეს ეკრანდამოკიდებულება თვითონვე შეეშვებიან. ჩვენ ისედაც ეს ბავშვები სახლში გვეჯდნენ და ამის გამო წამოვიდა „D” ვიტამინის დეფიციტი, რომ არ მივიღოთ იმუნიტეტის დაქვეითება უნდა გავამახვილოთ ყურადღება ყველაფერზე.“ – განაცხადა თემურ მიქელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“


„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები