“გუშინ დაინახა საზოგადოებამ, რომ მნიშნელოვანია, საფრთხეს ვუპასუხოთ ადეკვატურად” – არჩილ თალაკვაძე

მანიპულაცია, რომ თითქოს უკვე ყველაფერი დასრულდა, გავიმარჯვეთ, პანდემია აღარ არსებობს და ყველა შეზღუდვა უნდა მოვხსნათ, ეს მიდგომა არის უპასუხისმგებლო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეების წინაშე ამოცანები და პასუხისმგებლობები რჩება.

„გუშინ დაინახა საზოგადოებამ, რომ მნიშნელოვანია, საფრთხეს ვუპასუხოთ ადეკვატურად. არ არის ისე, რომ ყველფერი მოიხსნას და მანიპუაცია, რომ თითქოს უკვე ყველაფერი დასრულდა, გავიმარჯვეთ, პანდემია აღარ არსებობს და ყველა შეზღუდვა უნდა მოვხსნათ, ეს მიდგომა არის უპასუხისმგებლო და რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამ საუბარში ვერ შევა. ჩვენ გვრჩება ამოცანები და პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ შევასრულებთ“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები