საჩხერის მერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს, ბენიამინ ფალავანდიშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 

საჩხერის მერს კორონავირუსზე ტესტირება მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს. 

ბენიამინ ფალავანდიშვილის მეუღლე ბოქსირებულ პალატაში იმყოფება. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის, ინფორმაციით, მას დაავადება მსუბუქი ფორმით აქვს.

მსგავსი თემები