“ბიბისის” ინფორმაციით, იტალიაში ახალი კორონავირუსისგან 104 წლის ქალი განიკურნა.
104 წლის ადა ზანოსუ იტალიის ჩრდილოეთით, ლესონაში, მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. ამ თავშესაფრიდან „კოვიდ 19“-ით 20 ადამიანი დაიღუპა.
ექიმების ინფორმაციით, 104 წლის ქალი ვირუსისგან სრულად განიკურნა და ის ახლა თავს კარგად გრძნობს.