ზუგდიდისა და ფოთის ქუჩების დეზინფექცია დაიწყო

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით ზუგდიდისა და ფოთის ქუჩების დეზინფექცია დაიწყო.

დედაქალაქსა და რეგიონებში სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებაში საგანგებო სიტუაციების მართვის, ზუგდიდის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მართვის ცენტრია ჩართული. მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც.

სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით ხორციელდება. სპეციალური ხსნარით დამუშავდება ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები.

მსგავსი თემები