“სცემეს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… ათრიეს, აფურთხეს” – ახალი ვიდეოჩანაწერები გუდაურში მომხდარ მკვლელობაზე (ვიდეო)

გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებული მერაბ კობიაშვილის ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში“ ახალი ვიდეოჩანაწერები წარადგინეს. კადრები, რომელიც გუდაურში მომხდარ მკვლელობას ასახავს, არსებულ კითხვებზე სრულ პასუხს იძლევა.

გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცია მკვლელობისთვის დაკავებული მერაბ კობიაშვილის ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში“ ახალი ვიდეოჩანაწერები წარადგინეს. კადრები, რომელიც გუდაურში მომხდარ მკვლელობას ასახავს, არსებულ კითხვებზე სრულ პასუხს იძლევა.

„ჩანაწერები, რომელიც მოვიპოვეთ , ყველაზე მნიშვნელოვანია კობიაშვილის საქმეში, ამაზე მეტი კლასიკური მოგერიების შემთხვევა, რაც ამ საქმეშია არ არსებობს. ჩვენ მოვიპოვეთ ახალი ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იცავს თავს მას შემდეგ, რაც მას სახლამდე სდიეს. იმ დროს, როდესაც ხდება გასროლა და გამწვავდა კონფლიქტი, რაც უკვე კობიაშვილი თავის საცხოვრებელ სახლთან მივიდა, სადაც დაედევნენ ეს ბიჭები. სიცრუეა ასევე ის,  რომ თითქოს, მან გულის არეში მიზანმიმართულად გაისროლა. ის სცემეს სამჯერ, მიაყენეს დაზიანებები, შემდეგ უკვე მიდიან მასთან თავდასასხმელად და როცა კობიაშვილმა დაინახა, რომ არსებობს საშიშროება, განმეორებითი თავდასხმის, იგი გადადის თავის დაცვაზე,“ -განაცხადა კაკაბაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

ადვოკატების ინფორმაციით ახალი ვიდეოჩანაწერები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროკურატურა აბსურდულ კვალზე დგას:

„ექსპერტიზის დასკვნით და სამედიცინო დასკვნებით სწორედ ფეხის თითთან არის ჭრილობა მიყენებული. პროკურატურის ბრალდებები აბსურდულია. კადრებში ჩანს მომენტი, რომელიც ასახავს მომდევნო გასროლას. კადრებში ასევე ჩანს სხვა უამრავი ადამიანი, რომელიც საქმიდან გაქრნენ და კარგი იქნება ეს კითხვა დავუსვათ პროკურატურას სად გაქრა ეს ხალხი“ – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ტარიელ კაკაბაძე და ირაკლი ჩომახაშვილი იმედს გამოთქვამენ, რომ მუხლის არშეცვლის შემთხვევაში, სასამართლო მაინც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 17 თებერვალს, გუდაურში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ყოფილი სამხედრო, მერაბ კობიაშვილია დაკავებული.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები